სოფელ ხიხანში ჩასახლებული 100 ოჯახიდან პროდუქტები მხოლოდ ოთხმა მიიღო - მოხალისე

25 მარტი 2020, 11:36 2425 ნახვა

მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასევე, ხანდაზმულებს სჭირდებათ საკვები, მედიკამენტები და თავდაცვითი საშუალებები - აცხადებს „მთავართან“ მოხალისე ნანა გაბაიძე, რომელიც ერთ-ერთია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის. მისივე განმარტებით, სოფელში დღეს 100 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანიდან და ბაკიბაკოდანაა ჩასახლებული.

ნანა გაბაიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 100 ოჯახიდან დახმარება პროდუქტის სახით მხოლოდ ოთხმა მიიღო. მისივე თქმით, მიზეზად მოსახლეობის აღწერის ძველ მონაცემებს ასახელებენ.

როდის მოხდება ხელახლა აღწერა და დადგენა თუ რომელ ოჯახს რა ჭირდება უცნობია. მოხალისე ყვება, რომ მარაგი სოფლებში უკვე ამოწურულია და როდის შევა ახალი დახმარება, პროდუქტი ან მედიკამენტები ჯერჯერობით არ იციან. ეკომიგრანტები აჭარის ხელისუფლებასაც მიმართავენ და სთხოვენ, ეკომიგრანტებს, რომლებიც მარნეულის რამდნიმე სოფელში არიან ჩასახლებულები თუნდაც ხორბლის ფქვილით დაეხმარონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში