აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ახალი ამბების სამსახურის უფროსის გათავისუფლების მიზეზს, სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებს, მაუწყებლის მრჩეველი. გია ქარცივაძე დარწმუნებულია, რომ შორენა ღლონტი დავას მოიგებს.
სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის აშკარა მცდელობაზე საუბრობს, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ახალი ამბების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას, თვეების წინ დაწყებული პროცესების გაგრძელებად მიიჩნევენ.