ამინდი, ბათუმი - მომდევნო ორი დღე მზიანი იქნება

25 იანვარი 2020, 11:37 1718 ნახვა

25-27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს.

25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

 

ფოტო: ირინე წუწუნავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში