ბულვარში საახალწლოდ შუა ხეივანი განათდება - აქსესუარებისთვის 352 972 ლარი გამოიყო

28 ნოემბერი 2019, 13:35 6050 ნახვა

ბათუმის ბულვარი საახალწლოდ სხვადასხვა სახის მანათობელ კონსტრუქციებსა და აქსესუარებს ყიდულობს. ბულვარმა ლამპების, სანათების და ნაძვის ხის ნათურების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

უწყება კომპანიას, რომელიც საშობაო ირმებს, დეკორატიულ ანგელოზებს, დეკორატიულ ვარსკვლავებს, დელფინებს, გირლეანდებს, მანათობელ ბაფთებს და ნაძვის ხის ლითონის კონსტრუქციის ბაქანს შესთავაზებს მზადაა 352`972.00 ლარი გადაუხადოს.

ბათუმის ბულვარში ამბობენ, რომ ვინაიდან წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბულვარში განთავსდება და მთავარი ლოკაციაც იქ იქნება განათებების დამატება გახდა საჭირო. გასულ წლებში მხოლოდ ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მორთვა ხდებოდა. 

ახალი დეკორატიული განათებები ძირითადად შუა ალეაში განთავსდება.

"ბულვარში ასეთი გრანდიოზული სამზადისი პირველადაა. რადგან ადრე ევროპის მოედანზე იმართებოდა ძირითადი ღონისძიებები და ნაძვის ხეც იქ იდგმებოდა, წელს კი ბათუმის ბულვარში გადმოინაცვლა საჭირო გახდა განათებების დამატება. ჩვენ ამ კუთხით მერიას ვეხმარებით. იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა, საჩუქრის ფორმის სანათებით შეიფუთება 25 დეკორატიული ბუჩქი"-ამბობენ ბათუმის ბულვარში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში