სახალხო დამცველი სასულიერო პირების შესაძლო სექსუალური იძულების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

07 ნოემბერი 2019, 20:01 1476 ნახვა

სახალხო დამცველი სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ნინო ლომჯარია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. ომბუდსმენი ყველა ინფორმირებულ პირს მოუწოდებს, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდეს, კონფიდენციალობის დაცვის პირობით. საქმე ეხება სავარაუდოდ წარსულში მომხდარ ფაქტებს, ერთ-ერთი ეპიზოდი კი სასულიერო გიმნაზიას უკავშირდება.

დღეს 80-იანი წლების სასულიერო სემინარიის მოვლენები ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩხეიძემ გაიხსენა. მისი თქმით ახლა ძველი ფაქტების გახმაურება წყალს რუსეთის და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში