ანა დოლიძისთვის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნას გამოხმაურება მოჰყვა

04 ნოემბერი 2019, 20:02 1521 ნახვა

ე.წ. სასამართლო კლანის მოწინააღმდეგის ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.  მიზეზად, საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი,  დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

ფიქრობს, რომ იგი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, ანუ საქართველოს პრეზიდენტსაც.

ანა დოლიძემ ამ მიმართვას მომზადების დღესვე უწოდა პოლიტიკური დევნა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ახლა ლაკმუსის ტესტი იქნება.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში