მეწყრული პროცესები ქობულეთში, წყალდიდობა ბათუმსა და ხელვაჩაურში და პირველი თოვლი მაღალმთიანეთში. რამდენიმე დღიანმა უამინდობამ აჭარაში პრობლემები შექმნა. სტიქია, რეგიონს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ფორმით უტევს.
დამეწყრილია ფერმერების ბაღები, ეზოები და გზები. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლების პირველი სართულები, სარდაფები და სავაჭრო ობიექტები.