აჭარაში 9 თვეში 2555 ავარია მოხდა - 23 ადამიანი დაიღუპა 

30 ოქტომბერი 2019, 13:49 11018 ნახვა

აჭარაში 9 თვეში 2555 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს სულ 23 ადამიანი დაიღუპა, 580 კი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით 31 622 ავარია იყო. 

აჭარაში, ბოლო სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი გაზრდილია. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში 1114 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. 12 დაიღუპა, 254 ადამიანი კი, დაშავდა.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გამოძიება 934 შემთხვევაში დაიწყო. 

დაღუპულებს შორის არიან ქვეითები. სამ თვეში საქართველოს მასშტაბით 14 ფეხით მოსიარულე მამაკაცი და 7 ქალი გარდაიცვალა. ​დაშავდა 216 კაცი და 256 ქალი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 336 შემთხვევაში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 91-ჯერ დაბრკოლებას, 59 შემთხვევაში კი, მანქანა ამობრუნდა. გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა მოძრაობის სხვა ზოლში გადასვა და გასწრების წესების დარღვევა, მეორეა სიჩქარის გადაჭარბება. ავარიების დიდი ნაწილი მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობით ხდება. 

მომდევნო კვარტლის სტატისტიკაში აისახება კიდევ ერთი ავარია, რომელიც ქობულეთში მოხდა და მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 2 მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი