ზაალ უდიმაშვილის და გიორგი ლაფერაშვილის გამოკითხვა პროკურატურაში

04 ოქტომბერი 2019, 10:10 1547 ნახვა

პროკურატურაში გამოიკითხნენ  ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. ლაფერაშვილს გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც კონკრეტულ კითხვებს ვერ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ  ორ თვეზე მეტი გავიდა  საქმის გამოძიებიდან და პროკურატურას დაჭირდა გამოკითხვა მაშინ, როცა ფორმულა გავიდა ეთერში.  ზაალ უდუმაშვილმაც პოლიტიკური დევნის შესახებ გააკეთა განცხადება.  

ორივე მათგანი რუსთავი 2-ს საქმეზე დაიბარეს,  2 ოქტომბერს კი თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გამოკითხვაზე ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წელს რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა  ზარალმა 7 მილიონზე  მეტი ლარი შეადგინა, ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 მილიონზე მეტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი