საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება - შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

28 სექტემბერი 2019, 12:20 157 ნახვა

საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. 

განიხილეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესები.საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში