ასე კრეატიულად ვცდილობთ გავაპროტესტოთ ის მარაზმი რაც ხდება პარლამენტში - ''სირცხვილია''-ს წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ცხვრები მიიყვანეს

08 სექტემბერი 2019, 12:30 1129 ნახვა

ასე კრეატიულად ვცდილობთ გავაპროტესტოთ ის მარაზმი რაც ხდება პარლამენტში - ''სირცხვილია''-ს წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ცხვრები მიიყვანეს.

აქცია, პლენარული სხდომის პარალელურად. პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შეკრებილები მოითხოვენ, არ დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი.  მათი თქმით, გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია და ის კრემლის დავალებებს შეასრულებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში