გახარია ამბობს, რომ მაკო გომური პარლამენთან არ იმყოფება - მოიტყუა თუ არ ოპოზიციამ?

06 სექტემბერი 2019, 14:07 856 ნახვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ მაკო გომური პარლამენტთან იყო და სხდომაზე შესვლა სურდა. 

"ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც გამოიყენეს მაკო გომურიც... მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ ეს ადამიანი არის აქ. ეს არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში სიცრუეში საზოგადოებას", — თქვა გახარიამ.

 Facebook-ზე მაკო გომურმა დაწერა, რომ ის თბილისში არ იმყოფება და პარლამენტში საშვის დაშვების შესახებ 5 წუთით ადრე გაიგო. თუმცა, პოსტი  On.ge-ს ინფორმაციით ახლა  აღარ იძებნება. 

სხდომათა დარბაზის დატოვებამდე კი  სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ  რადგან სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს, მათ შორის  გიორგი გახარიას მიერ თვალებდათხრილ მოქალაქეს არ უშვებდნენ  სხდომა უნდა დასრულებულყო.

"რადგან არანაირი პასუხი როგორც ჩანს არც ერთ შეკითხვაზე არ არსებობს და სხდომათა დარბაზში არ უშვებენ  მოქალაქეებს. მათ შორის ბატონი გახარიას მიერ თვალებდათხრილ მოქალაქეს,  მე არ მიმაჩნია სწორად, რომ მოვუსმინოთ დღეს ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვმართავს. ვითხოვ შევწყვიტოთ სხდომა და გარეთ მყოფ მოქალაქეებს შევუერთდეთ" - განაცხადა სხდომის დატოვების წინ სალომე სამადაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში