არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის მიერ რამაზ დევაძის შეწყალებას, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 8 წლით ადრე დატოვა.
გუშინ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ამ გადაწყვეტილების გამო სალომე ზურაბიშვილს ქურდების პრეზიდენტი უწოდა ოპოზიციამ. გაუგებარს უწოდებენ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.