იგეგმება ''რუსთავი 2-ის'' ძალადობრივი აღება - ნიკა გვარამია

23 ივნისი 2019, 20:50 2002 ნახვა

არ იყო დრო იმისათვის რომ ბრიფინგი მოგვეწვია, ძალიან ვღელავ იმიტომ რომ ამ განცხადების გაკეთების დროს მომიწევს ძალიან სწორ წითელ ხაზზე გავლა ძალიან დიდ კონტროლს ვუწევ ჩემს თავს იმიტომ რომ არ დაგიმალოთ მგონია რომ ქვეყანაში ახლა როგორც არასდროს მაღალია რუსული სპეცსამსახურების იმფილტრაცია, და ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დგას ქვეყანა ქართველი ხალხი და მგონი ყველაზე მეტად ამას აცნობიერებს რუსთავი 2. მაგრამ ჩვენ, რუსთავი 2 როგორც ჩემი აზრით ამ ქვეყნის ყველაზე უფრო პატრიოტული პროდასავლური და დემოკრატიული ძალა, ჩვენ ასეთი პრეტენზია გვაქვს. ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და ამას ძალიან ვუფრთხით.

ჩვენ ვაკვირდებით რუსული ხაზის განვითარებას უკვე რამდენიმე კვირაა. ეს მოვლენები დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით დავით გარეჯთან დაკავშირებით და ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ძალიან სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს, ეს ალბათ იცით, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკით და სიტუაცია ძალიან დამძიმდა დავით გარეჯთან დაკავშირებით.

შეუძლებელია ეს ვინმეს ინტერესებში ყოფილიყო გარდა რუსეთისა. ეს შემდეგ გაგრძელდა რული ძალების მხრიდან ქუჩებში ადამიანების რბევით და ასევე ძალიან მგრძნობიარე თემაზე ქართული საზოგადოების მანიპულაციით და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა საბოლოო ჯამში ღია რუსული აქციით საქართველოს მთავარი ადმინისტრაციული შენობიდან. ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით.

მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომადგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ.


ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და აშ. არ გაბედოთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი