მამუკა ბახტაძე - ''ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია''

07 ივნისი 2019, 12:55 148 ნახვა

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს  ცივილიზაციური არჩევანია და ამას ვიმსახურებთ,  რადგან ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კალიფორნიის ქომონ ველს ქლაბში  საჯარო დისკუსიისას  განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე და სამაგალითო სახელმწიფოა.

პრემიერის თქმით, განათლების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვა იგეგმება, შედეგად კი ცოდნის ინდუსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის  სულ მცირე 12 პროცენტით დაფინანსდება. საქართველოს პრემიერმინისტრი სან-ფრანცისკოში აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებსაც შეხვდა და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემო, და ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები გააცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში