შეზღუდვა ელეტროენერგიაზე

18 აპრილი 2017, 20:00 940 ნახვა

ხვალ, ბათუმში დილის 5 საათიდან ცხრის ნახევრამდე ელექტრომომარაგება პერიოდულად შეეზღუდება მაზნიაშვილის, რუსთაველის, ფარნავაზ მეფის, გორგასალის, ჯორჯიაშვილის და გამსახურდიას ქუჩების აბონენტებს, ხოლო დღის განმავლობაში პერიოდულად 11სააათიდან 7 საათამდე რუსთაველს და გამსახურდიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 

შეზღუდვები იქნება გარეუბნებშიც, 11-18:00 საათამდე პერიოდულად  ორთაბათუმს, ყოროლისთავს, აგარას და კაპრეშუმს შეუწყდებათ ელექტროენერგია. 

11-19:00 საათამდე პერიოდულად გაითიშება გონიო, კვარიათი და სარფი. 

დილის 8 საათიდან დღის სამ საათამდე სოფელ კაპანდიბს.

ქობულეთში 11-დან 6 საათამდე პერიოდულად შეზღუდვები დაწესდება გვარასა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე.

რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, შუქი დაბა ხულოს, უჩამბასა და ქედის მოსახლეობის ნაწილის 11-დან 17:00-მდე გამოერთვებათ.

ამავე კატეგორიაში