ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

25 მარტი 2017, 20:00 818 ნახვა

11- 12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ორი დღის წინ დაკავებული პირების ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ერთ-ერთი მათგანი, გოდერძი გორგილაძე, პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობს. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ  წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან დაკავებულს აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. ბრალდებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს. იგივეს  გეგმავენ დანარჩენი 2 პირის ადვოკატებიც, რომლებიც სასამართლომ გუშინ ასევე   წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული. მათი  წინასასამართლო პროცესი 8 მაისსაა ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში