თურქეთის სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილების დაკავება გრძელდება

17 ივლისი 2016, 00:00 1674 ნახვა

თურქეთის ხელისუფლება ათობით ჯარისკაცის დაკავებას აგრძელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის დასავლეთ პროვინცია დენიზლიში სპეცოპერაციის ფარგლებში 50 გენერლისგან შემდგარი ჯგუფი აიყვანეს. დაკავებულია 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი. თურქეთის პრემიერის განცხადებით, სამხედრო პუტჩში ბრალდებული ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ბინალი ილდირიმმა მომხდარში ,,პარალელური სტრუქტურები" და ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. თურქული მედიის ცნობით, რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა. 2 ათას 745 მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდა. მათ ფეტჰულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი. თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, სიკვდილით დასჯის ათას 440 ადამიანი. მთავრობის განცხადებით, მოკლულია 104 ამბოხებული.

ამავე კატეგორიაში