პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ

15 ივლისი 2016, 00:00 3907 ნახვა

აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, გუშინ დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის, ცოტნე ანანიძის კითხვაზე-არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შეცვლა, უკავშირდება მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგიას თუ პროცესს პოლიტიკური საფუძვლები უდევს? გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი პოლიტიკური წარსული და გადაწყვეტილებები გაიხსენა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ მიიღო. არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, მისი საარჩევნო პროცესებში ჩართვის სურვილის გამჟღავნების შემდეგ,  დადებითად შეაფასა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი