საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას კორეულ გემებზე გაივლიან

07 ნოემბერი 2017, 00:00 8012 ნახვა

საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სასწავლო პრაქტიკას "Hyundai Glovis” -ის გემებზე გაივლიან.  მსხვილი კორეულ სატრანსპორტო კომპანიასთან მემორანდუმი  საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დღეს გააფორმა. 

"Hyundai Glovis” ოკეანეებსა და ზღვებში სატვირთო-ლოჯისტიკურ მომსახურებას, ასევე, შიდა საჰაერო ტრანსპორტირებას, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს ახორციელებს.

 "Hyundai Glovis”  პრეზიდენტს კუნგბაე კიმს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე შეხვდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში