დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

04 სექტემბერი 2017, 00:00 1531 ნახვა

სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, თუშეთის, ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ სტიქიის ზონაა აჭარა – ხულოში ხანძარს 200-მდე მეხანძრე-მაშველი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ასევე მოხალისეები მთელი დღეა ებრძვიან. ქარის გამო ვითარება განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში გამწვავდა. ხანძრის კერები, დაახლოებით 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. რამდენიმე კერასთან მიახლოვებას ვერ ახერხებენ მანქანებით. ზუსტად ნახევარ საათში ბოლო ინფორმაცია და პირდაპირი ჩართვები სოფელ მეკეიძეებიდან და შავნაბადას მთიდან. 

ამ წუთებში სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ბოლო ინფორმაციით ვერტმფრენი დილიდან ჩაერთვება სამაშველო ოპერაციაში. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ხანძრის კერები მოიალაღეების და სოფლისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. საგანგებო შტაბის ბოლო გადაწყვეტილებები მთავარში 9-ზე. კიდევ ერთი ჯგუფი ემზადება პირდაპირი ეთერისთვის. 

დივერსია, დაუდევრობა, თუ ბუნებრივი მოვლენა – რა გახდა ბოლო პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანძრების გაჩენის მიზეზი – გამოძიება მიმდინარეობს, პარალელურად კი ექსპერტები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. მათ შორისაა სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით განზრახ ჩადენილი ქმედება, საფრენი აპარატის “დრონის” გამოყენებით. დივერსიას არც ხელისუფლების წარმომადგენლები გამორიცხავენ. ნათია კოპალიანმა მოისმინა მოსაზრებები და მთავარში 9-ზე მოგვიყვება დეტალებს. 

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები შერჩეულია – წინასწარ განსაზღვრული სიები, თუ განსაზღვრულ პერიოდში დამუშავებული და გადარჩეული ასობით სახელი და გვარი? – “სამართლიანი არჩევნები” საოლქო საარჩევნო კომისიებს უბნების წევრების კვლავ გაუმჭვირვალედ, დახურულ ფორმატში შერჩევაში ადანაშაულებს. რა პასუხები აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებში. პროტესტი და ხმაური – თეონა ხარაბაძე მოგვიყვება დეტალებს. 

200 ათასით გაზრდილი საერთაშორისო მოგზაური აგვისტოში და 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი ბოლო 6 თვეში – შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები სტატისტიკას აქვეყნებენ – რას ამბობენ, ადგილობრივი მცირე და მსხვილი ბიზნეს-ოპერატორები, სასტუმროების და კვების ობიექტების მენეჯერები? როგორ აისახა მზარდი სტატისტიკა ბიზნესსა და კერძო პირებზე აჭარაში? ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება დეტალებს. 

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი