შეზღუდვები ელექტრომომარაგებაში

26 ივნისი 2017, 00:00 2103 ნახვა

''ენერგოპრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ,ხვალ ,10-დან 18-საათამდე  სოფლებს ყოროლისთავს, აგარას, კაპრეშუმსა და ორთაბათუმს შუქის მიწოდება შეუწყდებათ.

ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ასევე ქობულეთში რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს და სოფლებს სახალვაშოს, ზენითსა და ალამბარს. შეზღუდვები დაბა ჩაქვის ნაწილსაც შეეხება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შუქის მიწოდება შეუწყდება სოფლებს აჭარისწყალს, მირვეთს, კიბესა და კაპნისთავს.

ხვალ დღის განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში  სოფლებს ლომონაურს, დღვანს, დანდალოს, ქედლებსა და დაბა ხულოს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამავე კატეგორიაში