პატარაძე ბიუჯეტიდან გაფლანგულ მილიონებზე

25 თებერვალი 2017, 00:00 2623 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმიდან 5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე გადავდივართ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას, 5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ყველა მაღალჩინოსანი სამაგალითოდ დაისჯება ვისაც სახელმწიფო სახსრებზე ხელი წაუცდება. მან კითხვას, არის თუ არა ძებნა დაწყებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე დავით ბალაძეზე, თქვა რომ მისი ინფორმაციით ბრალდება წაყენებული აქვს შპს “ჰიგიენა 2009”-ის დირექტორს. ირაკლი ცეცხლაძე დირექტორის პოზიციაზე 2014 წელს დაინიშნა, მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავით ბალაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ უწყებას აქვს ვალდებულება აღებული ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მოწყობაზე.  მთავრობის მიერ დაფუძნებული შპს “ჰიგიენა 2009”-ის დირექტორს ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. ეკონომიკის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იგი მიმალვაშია. შეგახსენებთ, განცხადებაში საუბარია არა ერთ კონკრეტულ პირზე, არამედ ნახსენებია “ხელმძღვანელი პირები,” თუმცა უცნობია კიდევ ვის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი