დილის რადიო
14 ნოემბერი პარასკევი
ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს
14 ნოემბრით არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული, მათ შესახებ მოგიყვებით
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#Google DevFest Batumi 2025
ბათუმი Google-ის მიერ მხარადაჭერილ ტექნოლოგიურ ფესტივალს წელს პირველად უმასპინძლებს. ფესტივალი 26 ნოემბერს გაიმართება
#დილის რადიოს სტუმარი: ზურაბ მესხიძე-Google DevFest Batumi 2025-ის ორგანიზატორი 9
#„ფერების ცეკვა“-ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს , რომლის პრემიერაც ხვალ, 15 ნოემბერს გაიმართება ფილმი მოგვითხრობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც უნიკალური აჭარული ნაქარგობით არიან დაკავებულები. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ფილმის პრეზენტაციის პარალელურად წარმოდგენილი იქნება ნაქარგების გამოფენა დასწრება თავისუფალია
#დილის რადიოს სტუმარი ფილმის „ფერების ცეკვა“ რეჟისორი ლენა ჭაღალიძე. ამასთან ლენა არის ჩვენი შემოქმედებითი გუნდის წევრი, დილის რადიოს რუბრიკის“მოკლე ისტორიები“ ავტორი
# პეპი გორდაში, ანუ, „საოცარი მოგზაურობა ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში“...
#დილის რადიოს სტუმრები: ლელა მიქელაძე, წამყვანი მასწავლებელი, დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელი; მარიამ ვანიძე- მე-11 კლასის მოსწავლე, ახალგაზრდული პროექტის- "მუნდუსი" ხელმძღვანელი. (ჩართვა ტელევიზიაში )
#დღეს, ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში “ მოკლე ისტორიები” გაიცნობთ პროექტ “გამომყევი აჭარაში” მონაწილეს კონტენტ-კრეატორ, სტუდენტ ირმა ირემაძეს
სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად
ამინდის პროგნოზი