დილის რადიო
12 ნოემბერი ოთხშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება
12 ნოემბერი პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.
#1840 წლის 12 ნოემბერს დაიბადა მსოფლიოში აღიარებული მოქანდაკე ოგიუსტ როდენი. რუბრიკაში “მუზეუმი” მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევრის შესახებ მოგიყვებით სახელწოდებით „კალეს მოქალაქენი“
#12 ნოემბრით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებსაც არ გამოვტოვებთ
სპორტის სიახლეებს, ტრადიციულად, სეო წილოსანისგან გავიგებთ
#ბავშვი ემიგრაციაში: ენისა და გარემოს ადაპტაცია--ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“. #რუბრიკის სტუმარი: ფსიქოლოგი სალომე გელაშვილი
#საკლუბო პროექტები
„ ჩვენი ქალაქის ბილიკი"-ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ახალი ინტეგრირებული კლუბი
#დილის რადიოს სტუმარი ანა ანუშიძე , ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი,დოქტორი, მენტორი, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი
#ბათუმის სალოტბარო სკოლა გალა კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 15 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება . მსმენელის წინაშე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეები წარდგებიან
#დილის რადიოს სტუმარი: ბათუმის სალოტბარო სკოლის ლოტბარი გიორგი ჩხარტიშვილი
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
#დღეს მოვისმენთ ბათუმზე შექმნილი ერთი სიმღერის ისტორიას ლექსის ავტორი ზურაბ გორგილაძე , კომპოზიტორი ჯანსუღ კახიძე. სიმღერის ორ ვარიანტს გთავაზობთ , ბუბა კიკაბიძისა და ნანი ბრეგვაძის და ასევე ჯანსუღ კახიძისა და ეკა მამალაძის შესრულებით
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან