ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

15 მარტი 2022, 22:57 5599 ნახვა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავარიას აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა აჭარის განათლების მინისტრიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში