5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3631 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 301 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 757 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.99%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა - 217, იმერეთი - 1 059, ქვემო ქართლი - 413, შიდა ქართლი - 446, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 492, მცხეთა-მთიანეთი - 109, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 266 საიდანაც: 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 555, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 445. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 129, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 38, იმერეთში - 29. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში. 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.