ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა

04 ოქტომბერი 2021, 10:38 5086 ნახვა

ბათუმში მეორე დღეა წვიმს. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა ისევ დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აღმაშენებლის, თავდადებულის, ბაგრატიონის, შავშეთის ქუჩებზე და ე.წ. ჭაობის დასახლებაში. 

ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება გართულებულია. 

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინება შევიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. რამდენიმე ქუჩა სრულად არის დატბორილი. 

6 ოქტომბრის შუადღემდე,  ქვეყანაში არამდგრადი, ნალექიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი