„ჰელადოს“- სპექტაკლის პრემიერა ღია ცის ქვეშ. საპრემიერო ჩვენება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრთან მდებარე სკვერში მოეწყო.
რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგა. მასში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სხვადასხვა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობის, ლაშა კუხიანიძის ხსოვნას მიეძღვნა.
,,პრემიერამ მოლოდინს საკმარისზე მეტად გადააჭარბა“ -ასე შეაფასა რეჟისორმა საპრემიერო ჩვენება.