დრამატული თეატრის გვერდით მდებარე პარკში, დღეს ღია ცის ქვეშ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლ ,,ჰელადოსს“ მაყურებელი 20:30 წუთზე ნახავს. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა.
რეჟისორმა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად როლები სხვადასხვა სკოლიდან შერჩეულ მოსწავლეებს მოარგო. სპექტაკლის მონაწილეებმა გუშინ საღამოს გენერალური რეპეტიცია გაიარეს.