გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მედეა ვასაძე ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს ეხმაურება, რომელშიც მისი თქმით საუბარია შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ. მედეა ვასაძე ამბობს, რომ ამ განცხადებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და სათანადო რეაგირებაა საჭირო. ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ნაგერვაძე აცხადებს, რომ სტატუსები მისი პირადი მოსაზრებაა. მედეა ვასაძის განცხადების კიდევ ერთი ადრესატი უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი კომენტარს არ აკეტებს.