ბათუმში, პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით პაციენტს სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. გუშინ, დღის პირველ ნახევარში პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში კიდევ ერთი ავარია მოხდა, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.