მაჩალიკაშვილის საქმის ცალკე გამოყოფა დისკრიმინაციაა, ვემზადებით აქციებისთვის - ადვოკატი

04 ივნისი 2018, 00:00 2127 ნახვა

თემირან მაჩალიკაშვილის საქმის ადვოკატი საპროტეტსო აქციების ახალ ტალღას აანონსებს. მარიამ კუბლაშვილი, ოჯახის სახელით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს მალხაზ მაჩალიკაშვილს გვერდით დაუდგნენ. აქციების ზუსტი ლოკაცია და დრო ჯერ-ჯერობით უცნობია. 

მაჩალიკაშვილების გაღიზიანება პრემიერ მინისტრის შეთავაზებას მოჰყვა. გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს შეხვდეს. ადვოკატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მიწვეული არ არის. 

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილის საქმის ცალკე გამოყოფა სამწუხაროა და ეს დიკრიმინაციაა

''ეს არის ერთგვარი ჩაგვრა, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ცალკე გამოეყო თემირლან და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია. ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია. მალხაზი დაჩაგრულად გრძნობს თავს და მეც შეურაცხყოფილი ვარ. იძულებული ვართ მივმართოთ რეგიონებს, პანკისის ხეობას, რიგით მოქალაქეებს, ამ დაჩაგრულ ადამიანს გვერდით დაუდგნენ. ის იდგა ზაზა სალარიძის გვერდით, დღესაც იდგება,  თუმცა ცალკე მოვიხმობთ ხალხს და გავახმოვანებთ განცხადებას. მოემზადონ ჩვენს გვერდით დგომისთვის. თუნდაც დღეიდან. ჩვენ ვართ დაჩაგრულ მდგომარეობაში. ტაბუ დაედო მაჩალიკაშვილის საქმეს, ცალკე გამოეყო. დავით სალარიძესთან დაკავშირებით ცდილობენ საუბარს, თემირლანთან დაკავშირებით კი პასუხები არ აქვთ'' - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.  

მარიან კუბლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრას თავს არიდებს. 

''დღეს იყო ძალიან მძიმე დღე, სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. მქონდა დიდი პატივისცემა გიორგი კვირიკაშვილისადმი, მაგრამ ვწუხვარ, რომ ასეთი მძიმე განცხადება გაკეთდა.  მას ჩვენთან შეხვედრა არ სურს. გარკვეულწილად უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა. თითქოს ის იყო მართლა ტერორისტი ან ტერორისტებთან კავშირში.  სწორედ ამ მიზნით ჩვენთან შეხვედრას თავს არიდებს. ვერ წარმოვიდგენდით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ შეხვედრაზე არ იქნებოდა'' - განაცხადა კუბლაშვილმა. 

19 წლის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 26 დე­კემ­ბერს პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თა­ვის არე­ში დაჭ­რეს, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი