ხელვაჩაურში სოფელ ზანაქიძეებში 1 კილომეტრიანი გზა მოასფალტდა. მოეწყო სპორტული მოედანი და დასრულდა გაზიფიცირება, თუმცა დარჩენილია ცენტრალურ მაგისტრალზე მიერთება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 230 ათასი ლარი დაიხარჯა. წელს ხელვაჩაურში გზის 26 კილომეტრიანიანი მონაკვეთის მოასფალტდება, ასევე 3 ხიდის მშენებლობა და 6-ის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.