ტურიზმის სფერო და გამოწვევები

10 იანვარი 2020, 17:02 16848 ნახვა

ტურიზმის სფერო და გამოწვევები

#კონტაქტი
გასული წლის ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ ან განსახორციელებელ აქტივობებს ეთმობოდა . ვისმენდით ექსპერტებისა დ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების მოსაზრებებს. ტრადიცია 2020 წელსაც გაგრძელდება და პარასკეობით „კონტაქტი“ რეგიონისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას -ტურიზმს დაეთმობა.
რითი იყო გამორჩეული 2019 წელი და რა არის დაგეგმილი მიმდინარე წელს -ამ თემაზე დღეს -10 იანვარს „კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.