31 მარტი 2017, 20:00 1791 ნახვა

დღევანდელ გადაცემაშია: ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის რომანი „მე ის ვარ“ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართული წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მთავარ მოვლენად იქცა. ფოლკ-როკ-ჯგუფ „მგზავრების“ ალბომი „იასამანი“ და კონცერტი მოსკოვში. „მუსიკალურ კალენდარში“ დაბადების დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ ჯგუფი „აეროსმიტის“ ფრონტმენის სტივენ ტაილერის ცხოვრებასა და შემოქმედებას და მოგითხრობთ პოპულარული პოპ-მომღერლის ტომ ჯონსის ალბომისა და ჰიტის She's a Lady შექმნის ისტორიას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - სტივი უანდერი და არეტა ფრანკლინი ახალ ალბომს ჩაწერენ,ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ფილმების სამკაულები აუქციონზე გაიყიდება და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.