ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018
რადიოვიზია

მულტიპლატფორმული დილის გადაცემა "რადიოვიზია", რომელიც ერთდროულად რადიოში, ტელევიზიით და ინტერნეტით გაუწყებლობს  #იხილე #ისმინე #გაიზიარე

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  9-დან 11 საათამდე.

გადაცემის წამყვანები: თეონა ზედანია და ილია შავიშვილი.

გადაცემაში ნახავთ  საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებთ ახალი დღის  დაგეგმვაში. აქ შეხვდებით  საინტერესო სტუმრებს, ნახავთ მრავალფეროვან თემებს, მოუსმენთ გემოვნებიან მუსიკას. 

დილის მაუწყებლობის თავისებურებების გათვალისწინებით, გადაცემა  სხვადასხვა რუბრიკას მოიცავს - ამინდის პროგნოზი, სპორტის სიახლეები, არითმია, სქოლიო, წვრილ MONEY, მშობლებისთვის, მოკლე ჩართვა, დღის ჰოროსკოპი, ისტორია თარიღებში, გამორჩეული ფაქტები და მოვლენები, შოუ-ბიზნესის სიახლეები და დილის სტუმარი.