პარასკევი 20, იანვარი 2017
ადვოკატის რჩევები

გადაცემა "ადვოკატის რჩევები" არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ერთობლივი პროექტი. გადაცემა იურიდიული თემატიკისაა და მიზნად ისახავს მაყურებელს მიაწოდოს პირველადი და გადაუდებელი იურიდიული რჩევები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გამოყენონ კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად, გადაცემა ინტერაქტიულია და მაყურებელს შეუძლია მათთვის საინტერესო შეკითხვები ღია ეთერში დასვას.

ორშაბათი - 18:45
წამყვანი: რუსუდან აბაშიძე
თანაწამყვანი: გიორგი ხიმშიაშვილი (საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე)
პროდიუსერი: ნონა ჩხარტიშვილი