პარასკევი 26, მაისი 2017
საუბრები გენდერზე

"საუბრები გენდერზე" - ახალი გადაცემა აჭარის ტელევიზიის ეთერში. მას ჟურნალისტი, ასევე გენდერული თანასწორობის ქსელის აჭარის რეგიონული წარმომადგენლობის გამგეობის წევრი გურანდა დოლიძე გაუძღვება. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელთან ერთად საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის მომზადებული. გადაცემა გავა თვეში ერთხელ.

პროდიუსერი - თამილა დოლიძე
რეჟისორი - ალეკო აბაშიძე
ქრონომეტრაჟი - 45 წთ.