შაბათი 16, დეკემბერი 2017
ბუნების კანონი

 „რაც ჩემს ეზოში არ ხდება, მე არ მეხება“-მითია, რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. 
თუ ჩემი ეზოდან იწყება პრობლემა, ჩემი ეზოდან იწყება ამ პრობლემის მოგვარებაც.
გადაცემა „ბუნების კანონი“ გვასწავლის, როგორ დავიცვათ საკუთარი ეზოდან საერთო სახლი-დედამიწა.
განრისხებული ბუნება დაუნდობელი და სასტიკი ძალაა. მას თავისი მკაცრი კანონი აქვს. ის არ გვაპატიებს ძალადობას.
ჩვენ დაგეხმარებით  ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემის ორგანიზებაში, შეგირჩევთ ენერგოეფექტურ ღუმელს, შეგახსენებთ, რომ გამორთოთ შუქი დედამიწის საათის დადგომის წინ და აგიხსნით, რატომ უნდა გააშენოთ კორომი ფერდობზე მანამ, სანამ ეროზია თქვენს ეზოს მოადგება. 

სპეციალისტებს აქვთ  ინიციატივები და მაგალითები  ხელისუფლებისთვის. მათ აქვთ მარტივი და ეფექტური  რჩევები ადამიანებისთვის.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბუნების კანონი .
ყოველ ხუთშაბათს, 12:20-ზე აჭარის ტელევიზიით.

გადაცემის ავტორი და პროდიუსერი: ირაკლი მსხილაძე
დამდგმელი ოპერატორი: ვახტანგ თურმანიძე
ქრონომეტრაჟი: 15-20 წთ


ვიდეოები