ხუთშაბათი 27, აპრილი 2017
ერთი დღე სოფელში

...აქ დილა ჩიტების ჭიკჭიკით იწყება. მერე საქონელს ეზოდან გადმოდენის ბიჭი. ვიდრე მზე შუბისტარზე დადგება,  ჩიტების ხმას გადაფარავს დინჯი ნადური. ორღობეში ყორეს მიეფარება კნაჭა გოგო. მამას წყალს მიურბენინებს მინდორში. საღამოს სავსე სათლით რძეს გამოიტანს ბოსლიდან ბებო...ნაზამთრალ ხეებს  ჩუხჩუხით ჩამოუვლის ნაკადული...
ასეთია აჭარის ტელევიზიის პასტორალი.

ყველა სოფელს თავისი უნიკალური თავგადასავალი აქვს.  აქ იბადება სიმღერა,  მითი,  ლეგენდა, ლექსი... იბადებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის საგმირო და კულტურულ ისტორიას. სოფელი ინახავს ამ ადამიანების სიყვარულს და პატივისცემას,  უყვართ სტუმარი და  საინტერესო ამბების თხრობა. 
გაიგეთ მეტი ჩვენი  ქვეყნის შესახებ!
გაატარეთ ''ერთი დღე სოფელში'' აჭარის ტელევიზიასთან ერთად

ყოველ შაბათს 21:30 წუთზე

ავტორი და წამყვანი - ნათია თავდგირიძე
ოპერატორი - რამაზ სურმანიძე
ქრონომეტრაჟი - 30 წთ.


ვიდეოები