სამშაბათი 28, თებერვალი 2017
რექ-თაიმი

შემეცნებით-გასართობი გადაცემა მუსიკის მოყვარულთათვის. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში მუსიკალური ცოდნისა და გემოვნების ამაღლებას. სხვადასხვა ჟანრის შესახებ გადაცემაში მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ, ასევე ნახავთ ბევრ თქვენთვის ნაცნობ და პოპულარულ სახეს. ყოველ შაბათს, 22:15 საათზე, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაცემა "რექ-თაიმი".

ავტორები და წამყვანები - ალეკო თხილაიშვილი და ირაკლი ფაღავა
რეჟისორი - მამუკა ჩხიკვაძე
ქრონომეტრაჟი - 50 წთ.


ვიდეოები