კვირა 26, მარტი 2017
მგზავრის წერილები

"მგზავრის წერილები" - ახალ გადაცემათა ციკლი სოფლის ყოფაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და სოფელში შემორჩენილ კულტურულ მემკვიდრეობაზე. წამყვანი მგზავრის თვალით დანახულ ერთ სოფელს ვიდეოწერილების სახით გააცნობს მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ იგი მხოლოდ დამკვირვებლის როლშია და მას მეგზურობას უწევს კონკრეტული გადაცემის გმირი - სოფლის მკვიდრი, რომლის ირგვლივაც ვითარდება სიუჟეტი. "მგზავრის წერილები" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოველ შაბათს, 21:40 საათზე გავა.

პროექტის ავტორი - გიორგი მოისწრაფიშვილი
წამყვანი (მგზავრი) - გენრი დოლიძე
რეჟისორები - გიორგი მოისწრაფიშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა
პროდიუსერი - გიორგი სურმანიძე