სამშაბათი 25, აპრილი 2017
ეთნოფორი

''ეთნოფორი'' არის ადამიანი, რომლის მეხსიერებაში დალექილია და მასთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს  ეთნიკური კულტურა: ხალხური სიმღერა,  მუსიკა, ცეკვა,   წეს-ჩვეულებები და რიტუალები.

''ეთნოფორი'' არის სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მაყურებელს აცნობს ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ კულტურას და  ამ სიმდიდრის მატარებელ ადამიანებს.თითოეული  გადაცემა  დოკუმენტური მინი ფილმია ცოცხალ ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ ყოფაზე, ადამიანებზე, ოჯახებზე, გამორჩეულ ფოლკლორულ ანსამბლებზე... 

ჩვენ მოვიარეთ საქართველოს ბევრი კუთხე და განვაგრძობთ მოგზაურობას   ქართული ხალხური (ქალაქური) მუსიკისა და საეკლესიო გალობის ჩასაწერად. ასე ცოცხლდება მივიწყებული სიმღერები, ფერხული და რიტუალები  ჩვენი  კამერის ობიექტივში. ასე იქმნება ქართული ფოლკლორის სატელევიზიო ანთოლოგია .

ნახეთ ხუთშაბათს, 21:40 აჭარის ტელევიზიით

ავტორი - ქეთევან ნაგერვაძე
წამყვანი - მიხეილ გაბაიძე
რეჟისორი - მამუკა ჩხიკვაძე
ქრონომეტრაჟი - 30 წთ.


ვიდეოები