ორშაბათი 11, დეკემბერი 2017
ეთნოფორი

„ეთნოფორი“ - არის ადამიანი, რომლის მეხსიერებაში დალექილია და მასთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის ეთნიკური კულტურა: ხალხური სიმღერა, საკრავიერი მუსიკა, ცეკვა, ფერხულის უძველესი ფორმები, ეთნოგრაფიული წეს-ჩვეულებები და რიტუალები.

„ეთნოფორი“ - არის სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მაყურებელს აცნობს ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ კულტურას: ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავებს, ეთნოგრაფიულ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებს, ამ სიმდიდრის მატარებელ ადამიანებს. თითოეული გადაცემა პატარა ფილმია, დოკუმენტური ჩანახატი ამა თუ იმ მხარის ბუნებაზე, ცოცხალ ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ ყოფაზე, ადამიანებზე, ოჯახებზე, გამორჩეულ ფოლკლორულ ანსამბლებზე... 

„ეთნოფორელთა“ პრიორიტეტი ტრადიციების დაფიქსირება, შენახვა და პოპულარიზაციაა, ქართული ხალხური (მათ შორის - ქალაქური) მუსიკისა და საეკლესიო გალობის დღევანდელ შემოქმედთა და შემსრულებელთა გაცნობაა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ყოველკვირეულად საქართველოს სხადასხვა კუთხეში მოგზაურობს, ხვდება ეთნოფორებს, გვიამბობს მათAნცჰორ ცხოვრებაზე, ყოფაზე, ტრადიციებზე, მუსიკაზე, მოიძიებს და აფიქსირებს ხალხური სიმღერისა და ცეკვის უნიკალურ ვარიანტებს. ხშირად პირდაპირ კამერის წინ ცოცხლდება მივიწყებული სიმღერები, ფერხულები და რიტუალები.

ყოველ ხუთშაბათს 21:40-ზე

პროექტის ავტორი და წამყვანი: მიხეილ გაბაიძე
იდეის ავტორი: ქეთევან ნაგერვაძე
გადაცემის და მონტაჟის რეჟისორი: მამუკა ჩხიკვაძე
გრაფიკა დავით: ჯაყელიძე
ოპერატორი:  გიორგი ბერიძე
მძღოლი: მერაბ ჭანიძე
ქრონომეტრაჟი 27 წუთი


ვიდეოები