AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - პაპუაშვილი]]> ajaratv.ge/article/161063 https://ajaratv.ge/rss საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება“.

„ჩვენ ვთქვით, რა არის წინაპირობა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის. ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღიარებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთის ფედერაციამ და რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იციან, რა არის წინაპირობა ურთიერთობის ნორმალიზების. ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ და ამის წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

]]>
Tue, 16 Dec 2025 11:59:14 +0400
<![CDATA[სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს]]> ajaratv.ge/article/161056 https://ajaratv.ge/rss შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ. და 1975 წელს დაბადებულ ს.ქ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ გამოვლენილი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
Tue, 16 Dec 2025 11:29:08 +0400
<![CDATA[პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელვაჩაურში ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა]]> ajaratv.ge/article/161055 https://ajaratv.ge/rss შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005 წელს დაბადებული ი.ვ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 100 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

]]>
Tue, 16 Dec 2025 11:03:17 +0400
<![CDATA[მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევა]]> ajaratv.ge/article/161054 https://ajaratv.ge/rss შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1200 პირი შეადგინა.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იორდანიის და ტაჯიკეთის – ჯამში 43 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

]]>
Tue, 16 Dec 2025 11:01:21 +0400
<![CDATA[საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიწვევით ჰააგაში გაემგზავრა]]> ajaratv.ge/article/161053 https://ajaratv.ge/rss ჰააგა უმაღლესი დონის დიპლომატიურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

რამდენიმე საათში დაიწყება მაღალი რანგის დიპლომატიური კონფერენცია, რომელსაც ევროპის საბჭო მასპინძლობს. სწორედ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიწვია კონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილი.

შეიქმნება საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში, ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება კონვენციასაც.

საქართველო იმ პირველ 25 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროსაბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. საერთაშორისო სარჩელის კომისიის შექმნის ინიციატივამდე, 2023 წელს შეიქმნა უკრაინისთვის ზიანის რეესტრი, რომელიც კომპენსაციების მოთხოვნებს აღრიცხავდა. რეესტრის შექმნას საქართველომ მაშინაც მხარი დაუჭირა.

]]>
Tue, 16 Dec 2025 09:46:40 +0400
<![CDATA[პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება]]> ajaratv.ge/article/161052 https://ajaratv.ge/rss საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.

კანონის პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ოთხშაბათს მიიღება. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობითნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.

ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.
 

 

]]>
Mon, 15 Dec 2025 23:36:50 +0400
<![CDATA[არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა]]> ajaratv.ge/article/161051 https://ajaratv.ge/rss სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.

„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

]]>
Mon, 15 Dec 2025 20:57:35 +0400
<![CDATA[გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსი]]> ajaratv.ge/article/161047 https://ajaratv.ge/rss დღეს გოდერძი ჩოხელის სახელობის რიგით მე-9 ლიტერატურული კონკურსის — „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამკაციანმა ჟიურიმ ლიტერატურული მინიატურის ჟანრში სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება პერფორმანსით გაიხსნა. ორგანიზატორების თქმით, კონკურსი წლებია ხელს უწყობს ჟანრის განვითარებას და ახალი ავტორების აღმოჩენას.

კონკურის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.

]]>
Mon, 15 Dec 2025 19:50:08 +0400
<![CDATA[მოლაპარაკებები უკრაინის გარშემო]]> ajaratv.ge/article/161046 https://ajaratv.ge/rss მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ბერლინია, სადაც სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები გაიმართა. რამდენიმე საათის მანძილზე ზელენსკი და უიტკოფი ერთმანეთს დელეგაციებთან ერთად გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში ხვდებოდნენ.

ტრამპის 20 პუნქტიანი შეთანხმება და პირობები, რაც ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის უსაფრთხოების სანაცვლოდ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. 

მედიის ცნობით, აშშ ითხოვს დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანას, კიევი კი არ თანხმდება მოთხოვნაზე.

]]>
Mon, 15 Dec 2025 19:48:47 +0400
<![CDATA[ენერგოფორუმი თბილისში]]> ajaratv.ge/article/161045 https://ajaratv.ge/rss „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“-თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარების პროცესში ენერგეტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფუძველია, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

]]>
Mon, 15 Dec 2025 17:35:06 +0400
<![CDATA[ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო]]> ajaratv.ge/article/161044 https://ajaratv.ge/rss თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.  

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერის გამოკითხვაზე , საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ადვოკატების თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის დაკავებამდე ფლობდა.

მათი თქმით, ბუღალტრის ჩვენებით დადასტურდება, რომ ბურჭულაძისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

]]>
Mon, 15 Dec 2025 17:32:29 +0400
<![CDATA[საქართველოს პრეზიდენტი სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს]]> ajaratv.ge/article/161043 https://ajaratv.ge/rss საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, თანაგრძნობას გამოხატავს მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

„ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 
]]>
Mon, 15 Dec 2025 15:27:49 +0400