კვირა 17, თებერვალი 2019

''დინამო'' 2:2 ''შუქურა''

23, აპრილი 2016 21:00:00

ფრედ, ანგარიშით ორით-ორი დასრულდა ჩელე არენაზე ბათუმის დინამოსა და ქობულეთის შუქურას საფეხბურთო მატჩი. პირველი გოლი მოწინააღმდეგის კარში 25-ე წუთზე დინამოს ფეხბურთელმა ნიკოლა კომაზეცმა გაიტანა, 26-ე წუთზე კი ანგარიში შუქურას ფეხბურთელმა თორნიკე თარხნიშვილმა პენალტით გაათანაბრა. საბოლოოდ, 43-ე წუთზე გატანილი თეიმურაზ შონიას გოლით პირველი ტაიმი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა. არანაკლებ დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმიც. ამჯერად ანგარიში 81-ე წუთზე, შუქურას ფეხბურთელმა მერაბ ურიდიამ გაათანაბრა. საინტერესო გამოდგა დამატებითი 3 წუთიც. ორივე გუნდის კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა. შემდეგ შეხვედრას ქობულეთის შუქურა ჩელე არენაზე ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ბათუმი კი გასვლაზე თერჯოლის საპოვნელას დაუპირისპირდება. 


დღის ამბები