შაბათი 20, აპრილი 2019

''დინამო ბათუმი'' მოქმედ ჩემპიონს ''საბურთალოს'' ხვდება

16, აპრილი 2019 14:07:00

დღეს და ხვალ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ''დინამო ბათუმი'' სტუმრად, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოს" შეხვდება.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.

ხვალ კი, დინამოს დუბლშემადგენლობა, ბათუმის რაგბი არენაზე ს.კ. ''რუსთავს'' უმასპინძლებს. ხვალვე ქობულეთის "შუქურა" სტუმრად  '' გაგრას'' დაუპირისპირდება.

საქართველოს თასის მატჩების განრიგი დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ - http://cup.gff.ge/- ზე.

271

დღის ამბები