შაბათი 20, აპრილი 2019

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიანიჭეს

16, აპრილი 2019 12:40:00

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიანიჭეს. დეპუტატებმა გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. 

ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილს გაახმოვანა. 

ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებას მუდმივად შეახსენებს ვინ იდგა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უკან. 

''28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად შემოთავაზებულია, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას, შეგვახსენებს, ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

210

დღის ამბები