შაბათი 20, აპრილი 2019

დაბა ხულოში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

16, აპრილი 2019 12:21:00

დაბა ხულოში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  კედლის ჩამოსხმა, კიბისა და მოაჯირის მოწყობა, ამ ეტაპზე  მიმდინარეობს რკინის კონსტრუქციების მონტაჟი.

პროექტი დაბის კეთილმოწყობითი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 60 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.


დღის ამბები